Saturday, June 12, 2010

შარლოტა ბრონტე

1.პროექტის სახელი: შარლოტა ბრონტე

2.პროექტის მოკლე აღწერა: პროექტზე მუშაობით აღწერენ შ.ბრონტეს ბიოგრაფიას, მისი მოღვაწეობის პერიოდს და მის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებს ,,ჯეინ ეარს”

3.პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები იწყებენ ინფორმაციის მოძიებას შ.ბრონტეს შესახებ, რომელ ქვეყანაში და როდის მოღვაწეობდა, აღწერენ მის ბავშობას, ოჯახს სადაც გაიზარდა, როგორ და სად მიიღო განათლება, რომელი მისი ნაწარმოებია ყველაზე წარმატებული და რატომ. აღწერენ ვილიამ თეკერეის ინგლისური კრიტიკული რეალიზმის უდიდეს წარმომადგენელს ,,ამაოების ბაზრის” შემქმნელს, რომელსაც ბრონტე თავის მასწავლენლად თვლიდა, მასვე მიუძღვნა ,,ჯეინ ეარი’’ და მწერლობაშიც მის კვალს გაჰყვა. თეკერეის დევიზი: ,,მწერლები მოვალენი არიან ცხოვრება ასახონ, როგორც სინამდვილეშია, მათ არ უნდა გამოიგონონ ისეთი გმირები, რომელთაც არასოდეს უცხოვრიათ და არც შეეძლოთ არსებულიყვნენ”.

4.მოსწავლეთა ასაკი: 15-16 წელი.

5.ვადები ხანგრძლივობა:2 - 3 კვირა.

6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში და კლასის გარეთ: კლასის გარეთ მოიძიებენ ინფორმაციას ინტერნეტში, იმუშავებენ სლაიდების შექმნაზე. კლასში ხდება დამუშავებული მასალის პრეზენტაცია, სლაიდების ნახვა, განხილვა, მსჯელობა.

7. მოსალოდნელი შედეგები: გაიღრმაონ ცოდნა შარლოტა ბრონტეს შესახებ, შეიქმნება ბლოგი და ფოტოალბომი.

8.სარგებელი სხვებისთვის: გააცნობენ თანაკლასელებს შარლოტა ბრონტეს ბიოგრაფიის და მოღვაწეობის პერიოდს.

9. სამუშაო ენა: ინგლისური

10. საგანთან/საგნებთან კავშირი: ინგლისური ენა და ლიტერატურა.

11. პროექტის ფასილიტატორი: ე. ნოზაძე

12. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: enozadze94

13. პოექტის ფორუმი: